საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 141. დაკავების გამოყენების პირობა და მიზანი
1. დაკავება არის თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთა, რომელიც გამოიყენება, თუ არსებობს საკმაო საფუძველი ეჭვი მიიტანონ პირზე იმ დანაშაულის ჩადენაში, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით, მისი დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთის, გაქცევის, დამალვის ან მტკიცებულებათა მოსპობის თავიდან ასაცილებლად.
2. პირი დაკავებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში და საფუძველზე დაკავებისათვის საგანგებოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხდება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით გარანტირებული თავისუფლების შეზღუდვა პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში მიყვანის მიზნით. საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125
