1.სისხლის სამართლის საქმის განხილვა ყველა სასამართლოში ღიაა.
2.სასამართლოს შენობაში, ასევე სისხლის სამართლის საქმის განხილვის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება, სტენოგრაფირება და აუდიოჩაწერა ხორციელდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით.
3.(ამოღებულია).
4.საქმის განხილვისას სასამართლოს (მოსამართლის) განჩინებით (დადგენილებით) შეიძლება ჩატარდეს მთლიანად ან ნაწილობრივ დახურული სასამართლო სხდომა: სახელმწიფო, სამსახურებრივი ან კომერციული საიდუმლოების დაცვის მიზნით; პირადი მიმოწერის და სატელეგრაფო შეტყობინების სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებისას, თუ ამაზე თანახმა არ არის პირი; ბრალდებულის სამართალში მიცემისას. მთლიანად ან ნაწილობრივ დახურულ სასამართლო სხდომაზე მხარის მოთხოვნით აგრეთვე განიხილება: არასრულწლოვნის დანაშაულის საქმე, სქესობრივი დანაშაულის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის და სხვა კატეგორიის საქმეები, რათა არ გახმაურდეს ცნობები საქმეში მონაწილე პირის ინტიმური ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შესახებ, როდესაც ამას მოითხოვს პროცესის მონაწილისა და მისი ოჯახის წევრების ან ახლო ნათესავების პირადი უსაფრთხოების დაცვა.
5.დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილება აგრეთვე საგამოძიებო ორგანოების წარდგინება (შუამდგომლობა) სასამართლო ბრძანებისა და დადგენილების გამოთხოვის შესახებ (გარდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შემთხვევისა).
6.დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა წარმოებს ყველა საპროცესო წესის დაცვით.
7.სასამართლო განაჩენი, განჩინება, დადგენილება ყველა შემთხვევაში საქვეყნოდ ცხადდება.
8.წინასწარი გამოძიების მასალების გახმაურების საკითხს წყვეტს გამომძიებელი ან პროკურორი უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვით.
9.16 წელს მიუღწეველი პირი სასამართლო სხდომის დარბაზში არ დაიშვება.
10.შეიარაღებული პირი სასამართლო სხდომის დარბაზში დაიშვება მხოლოდ სასამართლო სხდომის თავმჯდომარის ნებართვით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2454 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.148 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2006 წლის 20 ივნისის კანონი №3310 - სსმ I, №25, 13.07.2006წ., მუხ.197 საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5289 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.329





