საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 549. საკასაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო
1. საკასაციო საჩივარს განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა 3 მოსამართლის შემადგენლობით.
2. საქმის საკასაციო წესით განმხილველ შემადგენლობას „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოტივირებული განჩინებით შეუძლია საქმე განსახილველად გადასცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში საქმე საკასაციო წესით განიხილება ამ კოდექსისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2001 წლის 8 ივნისის კანონი №920 - სსმ I, №18, 28.06.2001 წ., მუხ.57 საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2260 - სსმ I, №41, 08.12.2009წ., მუხ.304
