საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 173. გამოცხადების სავალდებულოობა
1. პირები, რომლებსაც კანონით დადგენილი წესით იძახებენ გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით, ვალდებული არიან, გამოცხადდნენ ზუსტად დანიშნულ დროს. გამოუცხადებლობის შემთხვევაში პროცესის მონაწილენი შეიძლება იძულებით მიიყვანონ.
2. ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის იძულებით მოყვანა დაიშვება მხოლოდ პროცესის მწარმოებელი ორგანოს მოტივირებული დადგენილებით (განჩინებით). საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15
