საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 174. მოსაყვანი პირი
1. მოყვანა ხორციელდება იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საგამოძიებო მოქმედებაში ან სასამართლო სხდომაში ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, დაზარალებულის, მოწმის მონაწილეობა, თუ ეს პირები უარს ამბობენ ნებაყოფლობით გამოცხადებაზე და, ამასთან, დადგენილია გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზები.
2. ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის მოყვანა წინასწარი გამოძახების გარეშე შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული პირები ემალებიან წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოს, ან არა აქვთ გარკვეული საცხოვრებელი ადგილი.
3. განსასჯელის მოყვანა სასამართლოში მისი გამოუცხადებლობის მიზეზის წინასწარი გარკვევის გარეშე დაშვებულია განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა საქმის მოსმენა უნდა გადაიდოს განსასჯელის დაუსწრებლობისა და, ამასთანავე, იმის გამო, რომ არ არსებობს ცნობები მისი ადგილსამყოფლის შესახებ.
4. როგორც წესი არ შეიძლება 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთა, ფეხმძიმე ქალთა და მძიმე ავადმყოფთა მოყვანა.
5. საქმის სასამართლოში განხილვისას არ შეიძლება დაზარალებულის მოყვანა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე და 141-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოსამართლეს მიაჩნია, რომ მისი მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია საქმის გადაწყვეტა. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
