საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 183. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების საფუძველი
1. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენება შეიძლება, თუ არის სარწმუნო მონაცემები, რომ ამ სამუშაოზე დარჩენით იგი ხელს შეუშლის ჭეშმარიტების დადგენას, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ან განაგრძობს დანაშაულებრივ საქმიანობას.
2. თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენებულ ბრალდებულს უფლება აქვს მიიღოს სახელმწიფო დახმარება, რომელიც არ უნდა იყოს შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, თუ იგი დაპატიმრებული არ არის და სხვაგან არ მუშაობს.
