1.რეაბილიტირებულისათვის უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანი სრული მოცულობით ანაზღაურდება.
2.უნდა ანაზღაურდეს: ა) ხელფასი ან სხვა შემოსავალი, რომელიც სარეაბილიტაციო პირს მოაკლდა, მათ შორის, ანაცდენი სარგებელი; ბ) პენსია, დახმარება, – თუ მათი გადახდა შეჩერებული იყო; გ) ფული, ფულადი ანაბრები და მათი პროცენტები, ობლიგაციები და მათი წილხვედრი მოგება, სხვა ფასიანი ქაღალდები და მათზე მიღებული შემოსავალი; დ) სასამართლო განაჩენის ან სხვა გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი ნივთებისა და სხვა ქონების ღირებულება; ე) სასამართლო განაჩენის ან სხვა გადაწყვეტილების საფუძველზე გადახდევინებული ჯარიმები და სასამართლო ხარჯები; ვ) თანხა, რომელიც გადახდა მსჯავრდებულს დანიშვნით დაცვის განხორციელებისათვის; ზ) ადვოკატისათვის გადახდილი ჰონორარი შეთანხმებით დაცვის განხორციელებისათვის; თ) სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები.
3.იმ პირის გარდაცვალებისას, რომელსაც ზიანი მიადგა, ზიანის ანაზღაურების უფლება გადადის მის მემკვიდრეებზე.
4.დასაბრუნებელი ფულისა და ნივთების ღირებულების ინდექსაცია ხდება გადახდის დღეს არსებული საშუალო-საბაზრო ფასებით, ინფლაციის გათვალისწინებით.
5.ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ ზიანს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურებენ საფინანსო ორგანოები, ხოლო იმავე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ ზიანს – სოციალური უზრუნველყოფის ორგანოები.






