1.ამ კოდექსით დადგენილი წესით გამომძიებელს პროკურორის თანხმობით, პროკურორს გამოაქვს დასაბუთებული პირის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. დადგენილებაში აღინიშნება: ა) ბრალდებული პირის სახელი და გვარი, მისი დაბადების რიცხვი, თვე და წელი; ბ) ბრალდების ფორმულირება, ესე იგი ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხისა თუ საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით; გ) მტკიცებულებანი, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა; დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, მუხლის ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლითაც გათვალისწინებულია ეს დანაშაული.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
