1.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
1.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია ბრალდების წაყენების დროს უზრუნველყოს დამცველის მონაწილეობა – ამ კოდექსით დადგენილი წესით.
3.პირს, რომელიც ბრალდებულად იქნა პასუხისგებაში მიცემული, იბარებენ უწყებით ან სხვა საშუალებით. თუ ეს პირი თავს არიდებს გამოცხადებას ან სხვა მიზეზით შეუძლებელია მისთვის ბრალდების პირადად წარდგენა, გამომძიებელი ან პროკურორი უფლებამოსილია ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილება გაუგზავნოს ბრალდებულს ფოსტით ან გადასცეს მის დამცველს. განსაკუთრებულ შემთხვევაში გამომძიებელი ან პროკურორი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება ბრალდებულის მოყვანის შესახებ. თუ ბრალდებული დაემალა გამოძიებას, გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს სასამართლოს წინაშე აღძრას შუამდგომლობა მის მიმართ პატიმრობის სახით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. მოსამართლის მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ცხადდება ასეთი პირის ძებნა.
4.თუ პირი დაკავებული ან დაპატიმრებულია, გამომძიებელი ან პროკურორი განკარგულებას აძლევს თავისუფლების აღკვეთის ადგილის ადმინისტრაციას ბრალდების წასაყენებლად გარკვეულ ადგილას და გარკვეულ დროს პირის მოყვანის თაობაზე. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2356 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.440 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15
The amendments this article has been through
Refines the timeline for formally charging a suspect after an indictment is issued, particularly when the accused is absent.
amending act №22462Clarifies the timeframe for presenting charges after an indictment, and specifies a 24-hour window after apprehension if the accused was previously in custody.
amending act №27826Clarifies procedures for conducting searches and seizures.
amending act №27748Refines the timeframe for presenting charges and questioning an accused, adding a 24-hour window if they are apprehended later.
amending act №32710Sets deadlines for presenting charges and questioning the accused.
amending act №13354Article 681: Adjusts the effective dates of certain provisions within the Criminal Code.
amending act №16990Unspecified change.
amending act №11614These lawyers work in the legal area related to this article.