საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 296. დასაკითხი პიროვნების დადგენა
Consolidation №103 Verified against the current consolidation · 14 Dec 2018
გამომძიებელმა დაკითხვის წინ დასაკითხს უნდა გამოკითხოს სახელი და გვარი, დაბადების თარიღი (წელი, თვე, რიცხვი) და ადგილი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილები, თანამდებობა, სარგებლობს თუ არა იმუნიტეტით, არის თუ არა ნასამართლევი, და ეს მონაცემები შეუდაროს დასაკითხის პირად დოკუმენტებში არსებულ მონაცემებს ან სხვაგვარად დარწმუნდეს მის ვინაობაში. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
