1.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ
1.
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ
Always up-to-date legal framework
2.პირის იდენტიფიკაციის ღონისძიებებია: ა) თითისა და ხელისგულის ანაბეჭდების აღება; ბ) ფოტოსურათის გადაღება; გ) დამახასიათებელი ფიზიკური ნიშნების დაფიქსირება; დ) სიმაღლის გაზომვა; ე) ხმის ჩაწერა; ვ) სხვა ბიომეტრიული მონაცემების დაფიქსირება.
3.პირის იდენტიფიკაციის ღონისძიების განხორციელებამდე ამ პირს უნდა მიეცეს საშუალება, გონივრულ ვადაში ნებაყოფლობით დაამტკიცოს თავისი ვინაობა.
4.უფლებამოსილი მოსამსახურე პირის იდენტიფიკაციის ღონისძიების განხორციელების შემთხვევაში ადგენს პირის იდენტიფიკაციის ოქმს. ოქმში უნდა მიეთითოს ღონისძიების განხორციელების საფუძველი და ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება. ოქმს ხელს აწერენ ღონისძიების განმახორციელებელი მოსამსახურე და ღონისძიების ადრესატი. ღონისძიების ადრესატის მიერ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ღონისძიების ადრესატს უფლება აქვს, ოქმში შეიტანოს შენიშვნა, რომელიც ხელმოწერით უნდა დაადასტუროს.
1. მოსამსახურე თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია სამსახურის ფუნქციების შესრულების მიზნით მოახდინოს პირის იდენტიფიკაცია ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ პირის ვინაობის დადგენა იმავე პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებით შეუძლებელია ან განსაკუთრებულ სირთულეებს უკავშირდება და პირის იდენტიფიკაცია აუცილებელია სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული დანაშაულის თავიდან აცილებისთვის, ან არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ პირს პირდაპირი კავშირი აქვს სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ დანაშაულთან.
2. პირის იდენტიფიკაციის ღონისძიებებია:
ა) თითისა და ხელისგულის ანაბეჭდების აღება;
ბ) ფოტოსურათის გადაღება;
გ) დამახასიათებელი ფიზიკური ნიშნების დაფიქსირება;
დ) სიმაღლის გაზომვა;
ე) ხმის ჩაწერა;
ვ) სხვა ბიომეტრიული მონაცემების დაფიქსირება.
3. პირის იდენტიფიკაციის ღონისძიების განხორციელებამდე ამ პირს უნდა მიეცეს საშუალება, გონივრულ ვადაში ნებაყოფლობით დაამტკიცოს თავისი ვინაობა.
4. უფლებამოსილი მოსამსახურე პირის იდენტიფიკაციის ღონისძიების განხორციელების შემთხვევაში ადგენს პირის იდენტიფიკაციის ოქმს. ოქმში უნდა მიეთითოს ღონისძიების განხორციელების საფუძველი და ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება. ოქმს ხელს აწერენ ღონისძიების განმახორციელებელი მოსამსახურე და ღონისძიების ადრესატი. ღონისძიების ადრესატის მიერ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ღონისძიების ადრესატს უფლება აქვს, ოქმში შეიტანოს შენიშვნა, რომელიც ხელმოწერით უნდა დაადასტუროს.
These lawyers work in the legal area related to this article.