საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 321. დამსწრის და სხვა პირთა მონაწილეობა ამოღების ან ჩხრეკის დროს
1. ამოღების ან ჩხრეკის დროს ეჭმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით შეიძლება მოწვეულ იქნეს დამსწრე (არა უმეტეს ორისა).
2. ამოღების ან ჩხრეკის დროს უზრუნველყოფილ უნდა იქნეს იმ პირის ან მისი ოჯახის თუნდაც ერთი სრულწლოვანი წევრის დასწრება, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა. თუ მათი დასწრების უზრუნველყოფა შეუძლებელია, უნდა მოიწვიონ სახლის მფლობელი ან/და ადგილობრივი მმართველობის ან თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელი.
3. ამოღება ან ჩხრეკა საწარმოს, დაწესებულებისა თუ ორგანიზაციის შენობაში უნდა ჩატარდეს მისი ხელმძღვანელის ან წარმომადგენლის დასწრებით.
4. პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა, აგრეთვე დამსწრეს, სპეციალისტს, საწარმოს, დაწესებულებისა თუ ორგანიზაციის ხელმძღვანელს ან (წარმომადგენელს) უფლება აქვს დაესწროს გამომძიებლის, პროკურორის ყველა მოქმედებას, გააკეთოს განცხადება, რაც ოქმში უნდა იქნეს შეტანილი. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
