საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 35. სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის წესი
1. თუ გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე ან სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილ სარჩელს საკმარისი საფუძველი აქვს, მას გამოაქვს დადგენილება (განჩინება) პირის სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის შესახებ. დადგენილების (განჩინების) ასლი გადაეცემა მოსარჩელეს ან მის წარმომადგენელს. ამასთანავე, სამოქალაქო მოსარჩელეს განემარტება ამ კოდექსის 86-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები, ხოლო პირს, რომელსაც უარი ეთქვა სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობაზე – ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი.
2. სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობილ დაზარალებულს აქვს სამოქალაქო მოსარჩელის უფლება-მოვალეობებიც. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
