1.განმცხადებლის სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის შემდეგ გამომძიებელს, პროკურორს, მოსამართლეს ან სასამართლოს გამოაქვს () იმის შესახებ, რომ სამოქალაქო მოპასუხედ ცნობს ბრალდებულს ან იმ პირს, რომელსაც მატერიალური და სხვა პასუხისმგებლობა ეკისრება მისი ქმედებისათვის. დადგენილების (განჩინების) ასლი და განცხადებული სამოქალაქო სარჩელის ასლი გადაეცემა სამოქალაქო მოპასუხეს ან მის წარმომადგენელს. ამასთანავე, სამოქალაქო მოპასუხეს განემარტება ამ კოდექსის 90-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
