საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 364. ალტერნატიული ექსპერტიზა
1. მხარეს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივითა და თავის ხარჯზე ჩაატაროს ექსპერტიზა იმ გარემოების დასადგენად, რომელსაც, მისი აზრით, შეუძლია ხელი შეუწყოს მისივე ინტერესების დაცვას. საექსპერტო დაწესებულება ვალდებულია ჩაატაროს მხარის მიერ დანიშნული და ანაზღაურებული ექსპერტიზა. მხარის მოთხოვნით, ექსპერტის დასკვნა სავალდებულო წესით დაერთვის სისხლის სამართლის საქმეს და შეფასდება სხვა მტკიცებულებებთან ერთად.
2. თუ ბრალდებული ან განსასჯელი არასმქონეა, მას უფლება აქვს სახელმწიფოს ხარჯზე, სისხლის სამართლის საქმესთან უშუალოდ დაკავშირებული ალტერნატიული ექსპერტიზის ჩასატარებლად მიმართოს სასამართლოს ან სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
