საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 374. ექსპერტის დასკვნის შეფასება
1. ექსპერტის დასკვნას აფასებს გამომძიებელი ან პროკურორი იმ თვალსაზრისით, თუ როგორ არის იგი დასაბუთებული, შეესაბამება თუ არა სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ მტკიცებულებებს და არის თუ არა დაცული ექსპერტიზის ჩასატარებლად დადგენილი საპროცესო წესები.
2. ექსპერტის დასკვნა სავალდებულო არ არის ექსპერტიზის დამნიშვნელი პირისათვის, მაგრამ, თუ იგი არ ეთანხმება დასკვნას, ეს მოტივირებული უნდა იყოს.
3. თუ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა რამდენიმე ექსპერტიზა და ექსპერტებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა, მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ეჭვი უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 თავი XLV ნიმუშის აღება საექსპერტო კვლევისათვის
