საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 461. სასამართლო შემადგენლობის გამოცხადება და მოსამართლის აცილების საკითხის გადაწყვეტა
1. თავმჯდომარე აცხადებს სასამართლო შემადგენლობას და მხარეებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ აცილება მისცენ როგორც ცალკეულ მოსამართლეებს, ისე სასამართლოს მთელ შემადგენლობას ამ კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძველზე. ეს წესი გამოიყენება სათადარიგო მოსამართლის მიმართაც.
2. მოსამართლის, სასამართლოს, სათადარიგო მოსამართლის, აგრეთვე სასამართლო სხდომის მდივნის აცილების საკითხი წყდება ამ კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული წესებით. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
