1.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
1.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.
3.გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლება გამოიტანონ: ა) მოსახდელი სასჯელის დანიშვნით; ბ) სასჯელის დანიშვნითა და მისი მოხდისაგან განთავისუფლებით; გ) სასჯელის დაუნიშნავად.
4.მოსახდელი სასჯელის დანიშვნით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს სასჯელის სახე, ზომა და სასჯელის მოხდის ვადის დაწყება. პირის დაკავებისა და წინასწარ პატიმრობაში, აგრეთვე სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის დრო ითვლება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ვადაში.
5.სასამართლო ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დანიშვნითა და მისი მოხდისაგან განთავისუფლებით, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის გამოცემულია აქტი ამნისტიის შესახებ, რომელიც ათავისუფლებს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
6.სასამართლო ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დაუნიშნავად, თუ მისი გამოტანის მომენტისათვის განსასჯელი გარდაიცვალა. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2007 წლის 23 მაისის კანონი №4784 - სსმ I, №19, 01.06.2007წ., მუხ.165
The amendments this article has been through
A new clause is added stating that a court renders a guilty verdict without imposing a sentence if the convicted person dies before sentencing.
amending act №21262Clarifies requirements for conviction based on evidence; not broadly material.
amending act №27748Unspecified change.
amending act №11614These lawyers work in the legal area related to this article.