საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 512. განაჩენის გამოცხადება
1. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სასამართლო (მოსამართლე) ბრუნდება სასამართლო სხდომის დარბაზში და თავმჯდომარე ან რომელიმე მოსამართლე აცხადებს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს.
2. (ამოღებულია).
3. თუ განაჩენი დაწერილია იმ ენაზე, რომელიც განსასჯელმა არ იცის ან სათანადოდ არ იცის, განაჩენის გამოცხადებისთანავე ან სინქრონიულად ის უნდა წაიკითხოს თარჯიმანმა განსასჯელის მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე.
4. თავმჯდომარე განსასჯელსა და პროცესის სხვა მონაწილეებს განუმარტავს განაჩენის გასაჩივრების წესსა და ვადებს. განსასჯელს განუმარტავენ აგრეთვე შეწყალების შესახებ შუამდგომლობის უფლებას. საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2359 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.375 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239
