საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 511. გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი
გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება: ა) განსასჯელის სახელი და გვარი; ბ) გადაწყვეტილება განსასჯელის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ; გ) გადაწყვეტილება განსასჯელისათვის შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ, ხოლო თუ იგი პატიმარია, – გადაწყვეტილება სასამართლო სხდომის დარბაზიდან მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ; დ) გადაწყვეტილება წარდგენილი სამოქალაქო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გაუქმების შესახებ, თუ სარჩელი არ დაკმაყოფილებულა; ე) გადაწყვეტილება ქონების ჩამორთმევის შესახებ, თუ არის ამის აუცილებლობა ამ კოდექსის შესაბამისად; ვ) გადაწყვეტილება ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გაუქმების შესახებ, თუ ასეთი ღონისძიებები განხორციელდა; ზ) გამართლებულის უფლება, აუნაზღაურდეს მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანი ამ კოდექსის 219-ე–228-ე მუხლებით დადგენილი წესით; თ) განაჩენის გასაჩივრების უფლება; ი) რა ვადაში და სად შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენი. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2620 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.40
