1.რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განაჩენსა თუ სხვა გადაწყვეტილებაზე შეტანილ საჩივარს სააპელაციო წესით განიხილავს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.
2.სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის საფუძველზე საქმეს განიხილავს 3 მოსამართლის შემადგენლობით. სააპელაციო სასამართლოში საქმის განმხილველ მოსამართლეთა შემადგენლობის თავმჯდომარედ ინიშნება ამ შემადგენლობის ერთ-ერთი მოსამართლე. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223



