საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
განაჩენი და სხვა სასამართლო გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და გასაუქმებელი ან შესაცვლელია, თუ: ა) განსასჯელის დამნაშავედ ცნობის შესახებ სასამართლოს დასკვნა არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან; ბ) არ აღმოფხვრილა მტკიცებულებებს შორის წინააღმდეგობა, რაც ეჭვქვეშ აყენებს სასამართლო დასკვნებს; გ) სასამართლოს არ გაუთვალისწინებია საქმის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებანი; დ) დასკვნების დასასაბუთებლად სასამართლომ გამოიყენა მტკიცებულებები, რომლებიც დაუშვებელია ან საქმეს არ ეხება; ე) წინააღმდეგობრივ მტკიცებულებათა არსებობისას სასამართლომ დაუსაბუთებლად უარყო ერთი და მიიღო მეორე მტკიცებულება; ვ) სასამართლომ ეჭვი არ განმარტა მსჯავრდებულის სასარგებლოდ. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
The amendments this article has been through
Unspecified change.
amending act №11614These lawyers work in the legal area related to this article.