საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 59. გამომძიებლის უფლებამოსილებანი
თუ არსებობს კანონით დადგენილი საფუძვლები, გამომძიებელი უფლებამოსილია: ა) (ამოღებულია); ბ) ჩაატაროს ამ კოდექსში აღნიშნული ყველა საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედება, გამოითხოვოს მოსამართლის ბრძანება კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით; გ) გამოიყენოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ყველა ღონისძიება, გამოითხოვოს მოსამართლის ბრძანება კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით; დ) პირს წარუდგინოს დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, ამ კოდექსის 284-ე მუხლით გათვალისწინებული წესების დაცვით; ე) (ამოღებულია); ვ) (ამოღებულია); ზ) შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამის ორგანოებს მისცეს წერილობითი მითითებები დაკავებულთა და დაპატიმრებულთა გამოძიების ადგილას მიყვანის შესახებ; თ) კანონით დადგენილი წესების დაცვით, ოპერატიულ-სამძებრო ორგანოებს მისცეს წერილობითი დავალება ოპერატიულ-სამძებრო და სამძებრო ღონისძიებათა ჩატარების შესახებ მის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით; ი) საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს რევიზიის, ინვენტარიზაციის, საუწყებო შემოწმების ჩატარება და გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტების წარდგენა; კ) მოითხოვოს საქმეში თარჯიმნის, სპეციალისტის, ამოსაცნობი პირის მონაწილეობა; ლ) გამოიტანოს დადგენილება პირის დაზარალებულად, სამოქალაქო მოსარჩელედ ან სამოქალაქო მოპასუხედ ცნობის შესახებ და განუმარტოს მისი უფლება-მოვალეობანი; მ) უზრუნველყოს დამცველის მონაწილეობა კანონით დადგენილი წესით და შექმნას მისი საქმიანობის ხელშემწყობი პირობები; ნ) შეასრულოს ბრალდებულისა და დამცველის მოთხოვნები საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ და უზრუნველყოს დამცველის მონაწილეობა მის ჩატარებაში; ო) გაათავისუფლოს არასმქონენი იურიდიული დახმარების გადასახადისაგან; პ) გადაწყვიტოს პროცესის მონაწილეთა აცილების შესახებ შუამდგომლობასა და განცხადებაში აღძრული საკითხი და თავისი განმარტებები წარუდგინოს პროკურორს; ჟ) გამომძიებლის მოქმედებისა და დადგენილების გასაჩივრების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაუგზავნოს საჩივარი და საქმის მასალები პროკურორს ან სასამართლოს; რ) (ამოღებულია); ს) (ამოღებულია); ტ) (ამოღებულია); უ) გაასაჩივროს პროკურორის მითითება ზემდგომ პროკურორთან. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3093 - სსმ I, №28, 15.09.2003 წ., მუხ.202 საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №809 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.188 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
