1.გამომძიებელი ან პროკურორი ბრალდების წასაყენებლად გამოძახებულ პირსა და მის დამცველს გააცნობს დადგენილებას პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. გამომძიებელი პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს. გამოძახებული პირი და დამცველი წერილობით ადასტურებენ, რომ ისინი გაეცნენ დადგენილებას. დადგენილების ასლს ბრალდებულის უფლებებისა და მოვალეობების ნუსხით გამომძიებელი ან პროკურორი გადასცემს ბრალდებულსა და დამცველს. გარდა ამისა, გამომძიებელი ან პროკურორი, დამცველის მონაწილეობით, ბრალდებულს განუმარტავს მის უფლება-მოვალეობებს. 1 1 . თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, გამომძიებელი ან პროკურორი მის მიმართ ბრალდების წასაყენებლად იძახებს ბრალდებულის დამცველს და გააცნობს დადგენილებას პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ, რაც ჩაითვლება ბრალდების წაყენებად. ბრალდებულის დამცველი წერილობით ადასტურებს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გაცნობას.
2.ბრალდების წაყენების შემდეგ ბრალდებულს აქვს თავის დამცველთან პირისპირ კონსულტაციის უფლება. თუ ბრალდებული დაკავებულია, მის მიმართ გამოიყენება ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი.
3.დამცველთან ბრალდებულის პირისპირ საუბრის შემდეგ გამომძიებელი უფლებამოსილია დაკითხოს ბრალდებული წაყენებული ბრალდების ყველა პუნქტის მიხედვით, გარდა ამ მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისა. დაკითხვაში მონაწილეობენ დამცველი, აგრეთვე პროკურორი, თუ მას ეს საჭიროდ მიაჩნია, ხოლო არასრულწლოვანთა, ყრუ-მუნჯთა, სამართალწარმოების ენის არმცოდნე პირთა საქმეებზე, იმ პირთა საქმეებზე, რომელთაც შეიძლება დაენიშნოთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე, თუ ბრალდებული ან მისი წარმომადგენელი შუამდგომლობენ, პროკურორის მონაწილეობა დაკითხვაში სავალდებულოა.
4.ამ მუხლით გათვალისწინებული ბრალდების წარდგენის წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ბრალდებულს დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ გაეგზავნა ფოსტით ან გადაეცა მის დამცველს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება №2/3/182,185,191 - სსმ IV, №7, 05.02.2003 წ., გვ. 7 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63 საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2356 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.440 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15





