1.ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს მიიღოს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის უარი დამცველის დანიშვნაზე, თუ: ა) ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან განსასჯელი არასრულწლოვანია; ბ) ეჭვმიტანილს, ბრალდებულს ან განსასჯელს აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, ან ფსიქიკური დაავადება, რომელიც აძნელებს დაცვის უფლების განხორციელებას; გ) ეჭვმიტანილმა, ბრალდებულმა ან განსასჯელმა არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა; დ) ეჭვმიტანილს, ბრალდებულს ან განსასჯელს ჩადენილი აქვს ისეთი დანაშაული, რომლისთვისაც შეიძლება სასჯელად დაინიშნოს უვადო თავისუფლების აღკვეთა; ე) განიხილება პირის მიმართ სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის საკითხი; ვ) ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა ან განსასჯელთა ინტერესებს შორის არის წინააღმდეგობა და თუნდაც ერთ მათგანს ჰყავს დამცველი; ზ) დაზარალებულის ან სამოქალაქო მოსარჩელის ინტერესებს იცავს მისი წარმომადგენელი; თ) ბრალდებულთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე; ი) პროცესის მონაწილის მიმართ გამოყენებულია დაცვის სპეციალური ღონისძიება (გარდა ფიზიკური დაცვის სპეციალური ღონისძიებისა).
2.თუ ეჭვმიტანილი ან ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, მას ან მის ახლო ნათესავს ეძლევა შესაძლებლობა, 48 საათში დანიშნოს დამცველი. თუ იგი ამ ვადაში არ დანიშნავს დამცველს, პირს დამცველი დაენიშნება სავალდებულო წესით.
3.თუ განსასჯელის (მსჯავრდებულის) დამცველი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლოში, სასამართლო უფლებამოსილია პირველივე გამოუცხადებლობის შემთხვევაში განსასჯელს (მსჯავრდებულს) დაუნიშნოს დამცველი სავალდებულო წესით, რაც არ ზღუდავს განსასჯელის (მსჯავრდებულის) უფლებას, მოიწვიოს დამცველი საკუთარი სურვილით.
4.თუ განსასჯელის (მსჯავრდებულის) მიერ არჩეული დამცველი საპატიო მიზეზით არ ცხადდება სასამართლოში და სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოუცხადებლობა აჭიანურებს პროცესის მიმდინარეობას ან/და ხელს უშლის დაცვის სათანადოდ განხორციელებას, სასამართლო უფლებამოსილია განსასჯელს (მსჯავრდებულს) დაუნიშნოს დამცველი სავალდებულო წესით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2356 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.440 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15 საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279





