1.სამოქალაქო მოსარჩელის წარმომადგენელი შეიძლება იყოს ადვოკატი, რომელიც მოწვეულია სამოქალაქო მოსარჩელის მიერ მისი ინტერესების დასაცავად დანაშაულის გამოძიებისა და სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს.
2.სისხლის სამართლის საქმეში სამოქალაქო მოსარჩელის ადვოკატ-წარმომადგენლის მონაწილეობა სავალდებულოა 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
3.წარმომადგენელი ვალდებულია მიიღოს სამოქალაქო მოსარჩელის თანხმობა 86-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48





