1.სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების სახეებია: ა) სახაზინო ვალდებულებები; ბ) სახაზინო ობლიგაციები; გ) სახელმწიფო ობლიგაციები და თამასუქები.
2.სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვება ხდება: ა) მოკლევადიანი საკასო სხვაობის დაფარვის და ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების მიზნით; ბ) ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით და წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული სხვა მიზნებისთვის. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5436 - ვებგვერდი, 11.07.2016წ.



