1.სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის მიმნიჭებელი ორგანო .
1.სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის მიმნიჭებელი ორგანო .
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამას, შესაბამის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ან უნივერსიტეტში ქმნის სადისერტაციო საბჭოს. სადისერტაციო საბჭო შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას, რომლითაც განისაზღვრება სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი, აგრეთვე დისერტაციის დაცვის პროცედურა. სადისერტაციო საბჭოს დებულებას ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიური ორგანო. 2 1 . საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლა ამ კანონის IV 3 თავით დადგენილი წესით დამატებით ქმნის სადისერტაციო საბჭოს. საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველი შეიმუშავებს საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის სადისერტაციო საბჭოს დებულებას, რომელსაც ამტკიცებს აკადემიური საბჭო. საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის სადისერტაციო საბჭოს დებულებით განისაზღვრება სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესები, აგრეთვე დისერტაციის დაცვის პროცედურა.
3.საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში შესაბამისი დარგის/სპეციალობის მიხედვით იქმნება სადისერტაციო საბჭო. სადისერტაციო საბჭოს/საბჭოების შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.
4.საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წარდგინებით აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს/ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების საბჭოების და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის/დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების, ან ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების საბჭოების, ან დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების წარდგინებით აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით.
5.საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობა და საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრი შეირჩევა შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად.
6.საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უნივერსიტეტის წესდებით შეიძლება განისაზღვროს სადისერტაციო საბჭოში დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირის მოწვევის წესი და პირობები.
7.საჯარო სამართლის იურიდიული პირი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან გააფორმოს ხელშეკრულება დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1081 – ვებგვერდი, 20.09.2013წ. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3438 – ვებგვერდი, 05.10.2018წ. საქართველოს 2022 წლის 13 აპრილის კანონი №1500 – ვებგვერდი, 19.04.2022წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4298 – ვებგვერდი, 04.07.2024წ.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.