Article 31^3. საერთაშორისო სკოლა/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლა
1. საერთაშორისო თანამშრომლობისა და მისი განვითარების ხელშეწყობის (მათ შორის, უცხოურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების) მიზნით, სამინისტროს თანხმობით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაძლებელია შეიქმნას საერთაშორისო სკოლა ან/და საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლა.
2. საერთაშორისო სკოლაზე/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლაზე არ ვრცელდება ამ კანონის IV თავისა (გარდა მე-17, მე-19, 22-ე და 26 1 მუხლებისა, 30-ე მუხლის პირველი, 2 1 და მე-5−მე-7 პუნქტებისა და 31-ე მუხლის პირველი−3 1 პუნქტებისა) და V თავის (გარდა 32-ე მუხლისა, 33-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებისა და 35-ე, 37-ე−37 2 და 42-ე მუხლებისა) მოქმედება.
3. ამ თავით გაუთვალისწინებელი საკითხები შესაძლებელია მოწესრიგდეს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდებითა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საერთაშორისო სკოლის მმართველს/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველს შორის დადებული ხელშეკრულებით. საქართველოს 2022 წლის 13 აპრილის კანონი №1500 – ვებგვერდი, 19.04.2022წ.
