საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 80. „ საგადასახადო მოთხოვნა “
1. „ საგადასახადო მოთხოვნა “ არის საგადასახადო ორგანოს მიერ მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი , რომელიც წარედგინება გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს . „ საგადასახადო მოთხოვნის “ შესრულება სავალდებულოა ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით .
2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია , გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს წარუდგინოს „ საგადასახადო მოთხოვნა “, თუ არსებობს მისი წარდგენის საფუძველი . წარდგენის კონკრეტულ საფუძველზე შესაბამის პირებს წარედგინება მხოლოდ ერთი „ საგადასახადო მოთხოვნა “.
3. საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს „ საგადასახადო მოთხოვნას “ უგზავნის გამოვლენილ საგადასახადო სამართალდარღვევაზე ან საგადასახადო შემოწმების მასალებზე თანხების დარიცხვის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფროსის / მოადგილის მიერ გადაწყვეტილების მიღების დღიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში . „ საგადასახადო მოთხოვნის “ გამოცემის წესი , ფორმა და პროცედურები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით .
