საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 152. გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის უფლებამოსილება საგადასახადო ორგანოს შესაგებლის მიღების ან დადგენილ ვადაში მისი მიუღებლობის შემდეგ
1. პირს უფლება აქვს საგადასახადო ორგანოსაგან შესაგებლის მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 147 - ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში მისი მიუღებლობის შემთხვევაში – ამ ვადის ამოწურვიდან 20 კალენდარულ ი დღი ს ვადაში დავა გააგრძელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული ფორმით.
2. დავის სასამართლოში გაგრძელების შემთხვევაში პირი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს საგადასახადო ორგანოს იმავე ვადაში, რა ვადაშიც მას აქვს დავის გაგრძელების უფლება.
3. ამ მუხლში აღნიშნულ ვადაში საგადასახადო დავის გაუგრძელებლობა ან ამ მუხლის მე -2 ნაწილში მითითებული ცნობის წარუდგენლობა ითვლება დავაზე ( მათ შორის , სასამართლოში დავაზე ) უარის თქმად და აღნიშნული მოთხოვნების დაუცველად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შეტანილი საჩივარი განუხილველი რჩება , ხოლო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე წყდება საქმის წარმოება დასაშვებობის მოთხოვნების დარღვევის გამო . საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 თავი XX საგადასახადო დავის განხილვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში
