საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 153. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განხილვის მიზანი და მისი განმხილველი ორგანოები
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განხილვის მიზანია მხარეთა თანასწორუფლებიანობის საწყისებზე დავის სწრაფად და სამართლიანად გადაწყვეტა .
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავა განიხილება და წყდება ამ კოდექსით დადგენილი წესით. სისტემაში მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ პირის მიერ, ამ კოდექსის 146-ე მუხლისა და სხვა მოთხოვნების გათვალისწინებით.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განხილვა მიმდინარეობს შემოსავლების სამსახურსა და საბჭოში, რომლის შექმნისა და ფუნქციონირების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26
