1.გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირსა და საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს შორის მიმოწერა შეიძლება განხორციელდეს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ელექტრონული ფორმით მიმოწერის და ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. 1 1 . პირის მიერ ელექტრონული ფორმით წარდგენილ დეკლარაციას, განცხადებას, საჩივარს ან სხვა დოკუმენტს/წერილს, ასევე საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ „საგადასახადო მოთხოვნას“, ბრძანებას, შეტყობინებას ან სხვა დოკუმენტს/წერილს აქვთ ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ/გაგზავნილ დოკუმენტს/წერილს.
2.გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირსა და საგადასახადო ორგანოს შორის წერილობითი ფორმით გასაგზავნი ნებისმიერი დოკუმენტი ხელმოწერილი უნდა იყოს მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ( გვარის , სახელისა და თანამდებობის მითითებით ) და დამოწმებული უნდა იყოს ბეჭდით ( თუ აქვს ბეჭედი ). ადრესატს უნდა გადაეცეს დოკუმენტის დედანი ან დამოწმებული ასლი .
3.წერილობითი ფორმის „ საგადასახადო მოთხოვნა “, შეტყობინება , „ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა “, საგადასახადო დეკლარაცია , საჩივარი , სხვა დოკუმენტი ან წერილი გადაცემულად ითვლება , თუ იგი ჩაბარდა ადრესატს უშუალოდ ან დაზღვეული საფოსტო გზავნილით .
4.დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში დოკუმენტის / წერილის გადაცემის თარიღად ითვლება დაზღვეული საფოსტო გზავნილის გაგზავნის თარიღი . თუ დოკუმენტის / წერილის გადაცემისათვის დადგენილია გარკვეული ვადა , ისევე , როგორც ამ დოკუმენტზე / წერილზე რეაგირებისათვის , ამ ვადის ათვლა ადრესატისათვის იწყება დაზღვეული საფოსტო გზავნილის მისთვის ფაქტობრივად ჩაბარების თარიღიდან .
5.ფიზიკურ პირს ( მათ შორის , მეწარმე ფიზიკურ პირს ) დოკუმენტი / წერილი ფოსტით ან კურიერის მეშვეობით უნდა ჩაბარდეს პირადად , საქმიანობის ან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით . ადრესატისთვის საქმიანობის ადგილზე გაგზავნილი დოკუმენტი / წერილი უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ან / და პირს , ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – შესაბამის უფლებამოსილ პირს , რომელიც ვალდებულია დოკუმენტი / წერილი გადასცეს ადრესატს . დოკუმენტის / წერილის ჩაბარება დასტურდება შესაბამის უწყებაზე დოკუმენტის / წერილის მიმღების ხელმოწერით . თუ დოკუმენტის / წერილის ჩამბარებელმა ადრესატი ვერ ნახა საქმიანობის ან საცხოვრებელ ადგილზე , იგი დოკუმენტს / წერილს აბარებს საცხოვრებელ ადგილზე მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს ან საქმიანობის ადგილზე კანცელარიას . დოკუმენტის / წერილის მიმღები ვალდებულია ჩამბარებლის მიერ წარდგენილ შესაბამის უწყებაზე აღნიშნოს თავისი სახელი , გვარი , ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა . მიმღები ვალდებულია დოკუმენტი / წერილი დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს . ჩაბარებად ითვლება როგორც დოკუმენტის / წერილის პირადად გადაცემა , ისე მიმღების მიერ ადრესატისათვის დოკუმენტის / წერილის შინაარსის ცნობება . ადრესატის არყოფნის შემთხვევაში დოკუმენტის / წერილის ჩამბარებელმა შესაბამის უწყებაზე უნდა აღნიშნოს , სად არის წასული ადრესატი და როდის ვარაუდობენ მის დაბრუნებას .
6.გადასახადის გადამხდელს ან სხვა ვალდებულ პირს , გარდა ამავე მუხლის მე -5 ნაწილით გათვალისწინებული ფიზიკური პირისა , დოკუმენტი / წერილი ფოსტით ან კურიერის მეშვეობით უნდა ჩაბარდეს სარეგისტრაციო დოკუმენტებით განსაზღვრულ იურიდიულ მისამართზე . ადრესატისთვის იურიდიულ მისამართზე გაგზავნილი დოკუმენტი / წერილი უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ან / და უფლებამოსილ პირს , ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – დაქირავებით მომუშავე ნებისმიერ ფიზიკურ პირს , რაც დოკუმენტის / წერილის ჩაბარებად ითვლება . დოკუმენტის / წერილის მიმღები ვალდებულია ჩამბარებლის მიერ წარდგენილ შესაბამის უწყებაზე აღნიშნოს თავისი სახელი , გვარი , ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა . ადრესატის იურიდიულ მისამართზე ფოსტით გაგზავნილი დოკუმენტის / წერილის უკან დაბრუნების შემთხვევაში , თუ უკან დაბრუნების მიზეზია საგადასახადო ორგანოსათვის შეტყობინების გარეშე ადრესატის იურიდიული მისამართის შეცვლა , მაშინ დოკუმენტის / წერილის უკან დაბრუნება ჩაითვლება ჩაბარებად , ხოლო უკან დაბრუნების დღე – ჩაბარების დღედ .
7.თუ ვერ ხერხდება პირისთვის წერილობითი და ელექტრონული დოკუმენტების ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარება, მაშინ საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ინფორმაციის სხვა საშუალებებით.
8.ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს ვალდებულების დამდგენი დოკუმენტი პირისთვის ჩაბარებულად ითვლება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან მე-20 დღეს. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4246 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.397 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2807 - სსმ I, №13, 29.03.2010წ., მუხ.78 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272 კარი III გადასახადის გადამხდელთათვის ინფორმაციის მიწოდება და საქართველოს საგადასახადო ორგანოების სისტემა თავი V გადასახადის გადამხდელთათვის ინფორმაციის მიწოდება მუხლი 45. ვალდებულებების დამდგენ ურთიერთობათა განხორციელების ფორმები ამ კოდექსით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, წერილობითი ან/და ელექტრონული დოკუმენტის (მათ შორის, საარქივო მასალის) სახით შექმნას, მიიღოს, გაგზავნოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვთ ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტს. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272 მუხლი 46. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისთვის შეტყობინების ან სხვა დოკუმენტის გაგზავნა 1. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისთვის წერილობითი ფორმით გაგზავნილი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ხელმოწერილი უნდა იყოს ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის მიერ სახელისა და გვარის მითითებით და დამოწმებული უნდა იყოს ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). გადასახადის გადამხდელს ან მის წარმომადგენელს უნდა ჩაჰბარდეს წერილობითი დოკუმენტის დედანი ან მისი დამოწმებული ასლი. წერილობითი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი გაიგზავნა საფოსტო გზავნილით (ასეთ შემთხვევაში დოკუმენტის ჩაბარების თარიღად ითვლება ადრესატის მიერ მისი საფოსტო გზავნილით მიღების თარიღი) ან გადაეცა პირადად გადასახადის გადამხდელს ან მის უფლებამოსილ ან/და კანონიერ წარმომადგენელს.
2.საგადასახადო ორგანოს მიერ პირისთვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272
