1.თუ მომსახურების მიმღები შეკვეთას განათავსებს, მომსახურების მიმწოდებელმა მისი მიღება ასევე ელექტრონული საშუალებებით, დაუყოვნებლივ უნდა დაადასტუროს.
1.თუ მომსახურების მიმღები შეკვეთას განათავსებს, მომსახურების მიმწოდებელმა მისი მიღება ასევე ელექტრონული საშუალებებით, დაუყოვნებლივ უნდა დაადასტუროს.
Closest in meaning — including in other laws
ელექტრონული კომერციის შესახებ
Always up-to-date legal framework
2.შეკვეთა ან შეკვეთის მიღების დადასტურება მიღებულად მიიჩნევა, თუ იგი მიმღები მხარისთვის ფაქტობრივად ხელმისაწვდომია.
3.მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია შეკვეთის საბოლოოდ განთავსებამდე უზრუნველყოს მომსახურების მიმღები შესაბამისი, შეცდომის იდენტიფიცირებისა და გამოსწორებისთვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებებით.
4.მხარეებს, კერძოდ, მომსახურების მიმწოდებელსა და მომსახურების მიმღებს, თუ ის არ არის ამ კანონის მე-2 მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი, უფლება აქვთ, შეთანხმდნენ ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების მოთხოვნებით დადგენილისგან განსხვავებულ წესზე.
5.ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ელექტრონული ფოსტით ან სხვა, მსგავსი, ინდივიდუალური საკომუნიკაციო საშუალებით დადებულ ხელშეკრულებაზე. თავი IV ინფორმაციის მიწოდების ენა
These lawyers work in the legal area related to this article.