Article 9. ინფორმაციის გაცვლა და შენახვა
1. პირსა და საბაჟო ორგანოს შორის ინფორმაციის გაცვლა და ამ ინფორმაციის შენახვა ხდება მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალების გამოყენებით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალების გარდა, ინფორმაციის გაცვლისა და შენახვის სხვა საშუალება შეიძლება გამოყენებულ იქნეს: ა) მუდმივად, გადაზიდვის სახის გათვალისწინებით, ან როდესაც მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალების გამოყენება შესაბამისი საბაჟო ფორმალობისთვის შესაფერისი არ არის; ბ) დროებით, პირის ან საბაჟო ორგანოს ელექტრონული სისტემის გაუმართაობის შემთხვევაში.
3. საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის განმახორციელებელი პირი ვალდებულია საბაჟო ორგანოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად წარუდგინოს წინასწარი ინფორმაცია საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის განმახორციელებელი სატრანსპორტო საშუალებისა და ამ სატრანსპორტო საშუალებით გადასაადგილებელი საქონლის ან/და მგზავრთა შესახებ.
4. საბაჟო რისკის იდენტიფიცირებისა და მასზე რეაგირების მიზნით, წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს საბაჟო ორგანოსა და დეკლარანტს ან სხვა ვალდებულ პირს შორის ისეთი ინფორმაციის გაცვლა, რომლის მიწოდება არ არის გათვალისწინებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით. აღნიშნული ინფორმაციის გაცვლა შესაძლებელია მოიცავდეს დეკლარანტის მონაცემებთან საბაჟო ორგანოს დაშვებას.
