საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 79^5. განსაკუთრებული პირობების მოქმედებისას განადგურებული და დაზიანებული ქონების ჩამოწერის უფლება
1. განსაკუთრებული პირობების მოქმედებისას პირს ( გადასახადის გადამხდელს) უფლება აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოქვითოს: ა) საომარი მოქმედებების შედეგად განადგურებული და დაზიანებული ფასეულობა, რომელმაც დაკარგა ღირებულება ან რომელსაც შეუმცირდა ღირებულება – შემცირებული ღირებულების ოდენობით; ბ) ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული აქტივების ღირებულება, ხოლო თუ პირი იბრუნებს შესაძლებლობას, ამ აქტივების მიმართ განახორციელოს მესაკუთრის ან/და მოსარგებლის უფლებამოსილება, იგი ვალდებულია აქტივების ღირებულება შეიტანოს თავის ერთობლივ შემოსავალში.
2. აქტივების ჩამოწერის შესახებ გადასახადის გადამხდელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარადგენს განცხადებას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით. [ ამ მუხლი ს მოქმედება გავრცელდეს 2008 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე] საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 თავი X „საგადასახადო მოთხოვნა,“ „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ და მათი შესრულება
