1.ინვესტორსა და სააგენტოს უფლება აქვთ, შეწყვიტონ ხელშეკრულება მხოლოდ ხელშეკრულებით დადგენილი წესით. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მხარეები არ თავისუფლდებიან იმ ვალდებულების შესრულებისგან, რომელიც ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისთვის შესრულებული არ არის.
2.ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ინვესტორი ვალდებულია დატოვოს ფართობი იმ მდგომარეობაში, რაც შეესაბამება საქართველოში მოქმედ სამთო და სანიტარიული ზედამხედველობის, წიაღისა და გარემოს დაცვის მოთხოვნებს და დადგენილ წესებს.
3.საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინვესტორი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელება.






