1.საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო ვალდებულების შესრულება უზრუნველყოს საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან.
2.საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა წარმოიშობა უფლებამოსილ მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში ვრცელდება გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ (ლიზინგით მიღებულის გარდა) ნებისმიერ ქონებაზე, საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით.
3.საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გამოყენების შესახებ შეტყობინება ეგზავნება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, რომელიც ვალდებულია არა უგვიანეს შეტყობინების მიღების დღის მომდევნო დღისა რეგისტრაციაში გაატაროს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება; შეტყობინება იმავდროულად ეგზავნება გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს. 3 1 . მარეგისტრირებელი ორგანოსათვის გაგზავნილ შეტყობინებაში საგადასახადო გირავნობის / იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ სავალდებულო წესით აღნიშნული უნდა იყოს : ა ) ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი , გვარი და პირადი ნომერი , იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი ; ბ ) ( ამოღებულია). 3 2 . თუ საგადასახადო გირავნობის / იპოთეკის წარმოშობის შესახებ შეტყობინება არ შეიცავს ამ მუხლის 3 1 ნაწილით გათვალისწინებულ მონაცემებს , მარეგისტრირებელი ორგანო უარს აცხადებს საგადასახადო გირავნობის / იპოთეკის უფლების რეგისტრაციაზე . 3 3 . იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლების სამსახურსა და მარეგისტრირებელ ორგანოს შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის) ელექტრონულად გაცვლის შესახებ, დასაშვებია ამ კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები განხორციელდეს ელექტრონულ-ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით. ასეთ შემთხვევაში ელექტრონულ დოკუმენტზე (საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის ან გაუქმების შესახებ შეტყობინებაზე) ნებისმიერ ელექტრონულ ხელმოწერას ამ პირებისათვის აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.
4.საგადასახადო გირავნობის / იპოთეკის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი , რომლის დენაც ჩერდება : ა ) გაკოტრების საქმის წარმოების პერიოდში ; ბ ) საწარმოს რესტრუქტურიზაციის რეჟიმში ყოფნის პერიოდში ; გ ) საგადასახადო დავის მიმდინარეობისას ; დ) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებითი აღსრულების მიმდინარეობისას.
5.საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის საგნის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეალიზაციის შედეგად უქმდება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის შემდეგ წარმოშობილი ყველა სანივთო უფლება, ხოლო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე რეგისტრირებული სხვა გირავნობის/იპოთეკის უფლებები ძალაში რჩება. იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გაუქმების შედეგად სრულად ვერ განხორციელდება საგადასახადო ვალდებულების შესრულება, შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულება ძალაში რჩება იმ პირის მიმართ, რომლის ქონებაც დატვირთული იყო საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით. 5 1 . თუ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე პირის ქონების მიმართ რეგისტრირებულია კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების გირავნობის/იპოთეკის უფლება და ხდება ამ ქონების რეალიზაცია, ამოღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება ზემოთ აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე წარმოშობილი ვალდებულების ნაწილში, ხოლო შემდეგ ხდება საგადასახადო ვალდებულების მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამ ქონების ახალი მფლობელის მიმართ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არ გავრცელდება. თუ დარჩენილი თანხით სრულად არ იფარება საგადასახადო ვალდებულება, შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულება ძალაში რჩება იმ პირის მიმართ, რომლის ქონებაც დატვირთული იყო საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით.
6.საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის მოთხოვნის უპირატესობა გაკოტრების საქმის წარმოების ან რესტრუქტურიზაციის რეჟიმის დასრულების შემდეგ განისაზღვრება იმავე წესით, როგორიც იყო გაკოტრების საქმის წარმოების ან რესტრუქტურიზაციის რეჟიმის დაწყებამდე.
7.თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს, გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე, გარდა ამ მუხლის 5 1 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა.
8.საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება გაუქმებულად ითვლება: ა) დავალიანების დაფარვისთანავე, თუ გადასახადის გადამხდელმა სრულად დაფარა დავალიანება; ბ) საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების ხანდაზმულობის ვადის გასვლისთანავე; გ) ამ კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილი წესით საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში; დ ) „ გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად საგადასახადო გირავნობით / იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში ; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში. ვ) ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
9.იმ ქონებაზე, რომელზედაც ვრცელდება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს გააუქმოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, თუ: ა) საგადასახადო ორგანო ქონების სანაცვლოდ მიიღებს ამონაგებ თანხას; ბ) საგადასახადო ორგანო მიიღებს საბანკო ან საფინანსო გარანტიას ამ კოდექსის 84 1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში; გ) ( ამოღებულია).
10.( ამოღებულია).
11.( ამოღებულია). საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5126 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.259 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2191 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.297 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2460 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.372 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.82 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2796 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.83 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272






