საქართველოს საგადასახადო კოდექსი
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის განსხვავება სხვა პირისაგან იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი გამოყენებულია გადასახადებისაგან თავის ასარიდებლად, აღნიშნული პირები წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს.
2.ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს აქვს შეუსრულებელი, ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს ცრუმაგიერი პირის მიმართ გაატაროს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ამ კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები.
These lawyers work in the legal area related to this article.