იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს: ა) საზოგადოებრივი ადვოკატების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის საადვოკატო მომსახურების გაწევას სასამართლოში სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე, მათ შორის, წარმომადგენლობას ადმინისტრაციული წარმოებისას და სამართლებრივ კონსულტაციას; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის იურიდიული დახმარების სამსახურის ყველა ტერიტორიული ერთეულის სავალდებულო ხელმისაწვდომობას, რაც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის მომსახურებისა და შენობა-ნაგებობების შიდა და გარე ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობას; გ) კადრების გადამზადებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობისთვის საჭირო უნარების განვითარების მიზნით. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6830 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
Article 4^3. იურიდიული დახმარებით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი
Consolidation №34 Verified against the current consolidation · 10 Jun 2026
The story of this article· 1
The amendments this article has been through
- · published 28 Jul 2020
Addition of requirements for legal aid services to ensure full accessibility for persons with disabilities, including physical access to facilities and staff training.
amending act №4911338
Specialists in this area
These lawyers work in the legal area related to this article.






