კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ
Article 29. ანგარიშგება და ინსპექტირება
1. კომერციული ბანკი ამზადებს და ეროვნულ ბანკს წარუდგენს ანგარიშგებებს, რომლებშიც ასახავს როგორც თვით კომერციული ბანკის, ისე მისი შვილობილი ორგანიზაციების ორგანიზაციულ-საგანმკარგულებლო და საოპერაციო საქმიანობას, ლიკვიდურობას, გადახდისუნარიანობასა და მოგებიანობას თვით კომერციული ბანკისა და მისი შვილობილი ორგანიზაციების ფინანსური მდგომარეობის ერთობლივად და ცალ-ცალკე შეფასების მიზნით. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებისათვის კომერციული ბანკი ეროვნულ ბანკს წარუდგენს აგრეთვე შესაბამის ანგარიშგებას. ანგარიშგების ფორმა, ხარისხი და წარდგენის ვადა განისაზღვრება ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.
