„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის
Article 23. პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის
1. სამსახური ვალდებულია ამ კანონის, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის ერთდროულად ან/და ცალ-ცალკე, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა: ა) აუდიტორის/აუდიტორული ფირმის/გარიგების პარტნიორის მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები: ა.ა) წერილობითი გაფრთხილება; ა.ბ) საჯარო გაფრთხილება (რეესტრში ასახვით); ა.გ) ფულადი ჯარიმა; ა.დ) აუდიტორის/აუდიტორული ფირმის შემთხვევაში − მისთვის რეგისტრაციის გაუქმება; ა.ე) აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის/გარიგების პარტნიორისათვის აუდიტის ჩატარების ან/და აუდიტორულ დასკვნაზე ხელის მოწერის და აუდიტორული ფირმის პარტნიორისათვის/აქციონერისათვის ფუნქციების შესრულების დროებით, არაუმეტეს 3 წლით აკრძალვა; ბ) პროფესიული ორგანიზაციის მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები: ბ.ა) წერილობითი გაფრთხილება; ბ.ბ) ფულადი ჯარიმა; ბ.გ) ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე მინიჭებული უფლების ჩამორთმევა; გ) სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები: გ.ა) წერილობითი გაფრთხილება; გ.ბ) ფულადი ჯარიმა; გ.გ) ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე მინიჭებული უფლების ჩამორთმევა; დ) სდპ-ის, პირველი, მეორე, მესამე ან მეოთხე კატეგორიის საწარმოს მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები: დ.ა) წერილობითი გაფრთხილება; დ.ბ) ფულადი ჯარიმა; დ.გ) სდპ-ის შემთხვევაში − მისი მმართველობითი ორგანოს წევრისთვის სდპ-ში ამ კანონით გათვალისწინებული თავისი ფუნქციების შესრულების დროებით, არაუმეტეს 3 წლით აკრძალვა; ე) პირის მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები: ე.ა) წერილობითი გაფრთხილება; ე.ბ) ფულადი ჯარიმა; ე.გ) რეგისტრაციის გაუქმება.
