ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ
For information only — not legal advice.
1. სამსახური უფლებამოსილია ფულის გათეთრების , ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის პრევენციის , გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურს გაუგზავნოს კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე თხოვნა და უპასუხოს ანალოგიურ თხოვნას ან საკუთარი ინიციატივით მიაწოდოს სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურს ასეთი ინფორმაცია .
2. სამსახურმა დროულად უნდა მიაწოდოს სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია ან ნებისმიერი სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია , რომლის მოპოვების უფლება სამსახურს ამ კანონის 35- ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად აქვს , თუ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე თხოვნა დასაბუთებულია , აღწერს იმ გარემოებებს , რომლებიც მას საფუძვლად დაედო , და განმარტავს ასეთი ინფორმაციის შემდგომი გამოყენების გზებს . სამსახური სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურისთვის კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებისას კომუნიკაციის დაცულ საშუალებებს იყენებს .
3. სამსახური არ დააკმაყოფილებს კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურის თხოვნას , თუ ამ თხოვნის დაკმაყოფილებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საქართველოში მიმდინარე გამოძიებას ან სისხლისსამართლებრივ დევნას , შელახოს პირის კანონიერი ინტერესები ან საქართველოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესები ან სხვა საჯარო ინტერესები . კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე სამსახურის უარი დასაბუთებული უნდა იყოს და სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურს დროულად უნდა განემარტოს .
4. სამსახურმა უნდა უზრუნველყოს სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურისგან მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა ამ კანონის 35- ე მუხლის მე -2− მე -4 პუნქტებით დადგენილი წესით და აღნიშნული ინფორმაციის მხოლოდ ამ კანონის 34- ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ანალიზისთვის ან შესაბამის თხოვნაში მითითებული სხვა მიზნით გამოყენება . დაუშვებელია ამ ინფორმაციის მესამე პირისთვის გადაცემა სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურის წინასწარი ნებართვის გარეშე .
5. სამსახურმა უნდა მიიღოს გონივრული ზომები , რომ სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურმა დაიცვას მისთვის მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა და აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ სამსახურის მიერ ნებადართული მიზნით გამოიყენოს .
6. სამსახურმა სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში მას გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში უნდა აცნობოს მისგან მიღებული ინფორმაციის გამოყენების შესახებ ან აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ანალიზის შედეგები .
7. სამსახური უფლებამოსილია სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურთან დამოუკიდებლად დადოს შეთანხმება , რომელიც ფულის გათეთრების , ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის პრევენციის , გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივი თანამშრომლობის სხვა საკითხებს მოაწესრიგებს . თავი IX ზედამხედველობა და უწყებათაშორისი თანამშრომლობა
Closest in meaning — including in other laws
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ