Article 23. საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღება
1. საქართველოს სახელმწიფო რეესტრიდან საჰაერო ხომალდი ამოიღება: ა) ფრენისათვის უვარგისობის გამო საჰაერო ხომალდის ჩამოწერისას; ბ) უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში; გ) (ამოღებულია 29.04.2025, №510); დ) საჰაერო ხომალდის უკვალოდ დაკარგულად გამოცხადებისას; ე) ხელშემკვრელ მხარეთა შეთანხმებით დაიშვება, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო რეესტრიდან იმ საჰაერო ხომალდების ამოღება, რომლებიც ვადიან სარგებლობაში გადაეცემა უცხო სახელმწიფოს, მის იურიდიულ ან ფიზიკურ პირებს; ვ) საჰაერო ხომალდის დანიშნულების შეცვლის შემთხვევაში.
2. საქართველოს სახელმწიფო რეესტრიდან საჰაერო ხომალდის ამოღებისას მასზე გაცემული სარეგისტრაციო სერტიფიკატი კარგავს იურიდიულ ძალას. საქართველოს 2023 წლის 4 ოქტომბრის კანონი №3552 – ვებგვერდი, 24.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 29 აპრილის კანონი №510 – ვებგვერდი, 01.05.2025წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საჰაერო კოდექსი
