Article 72. სპეციალიზებული ექსპლუატაცია (საავიაციო სამუშაოები) და მისი (მათი) განხორციელების წესი
1. სპეციალიზებული ექსპლუატაცია (საავიაციო სამუშაოები) შესაძლებელია განხორციელდეს როგორც საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის პირადი მიზნებისთვის, ისე დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე, კომერციული მიზნით.
2. სპეციალიზებულ ექსპლუატაციას (საავიაციო სამუშაოებს) საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ახორციელებს დეკლარაციის ან ავტორიზაციის საფუძველზე, ხოლო სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი − შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.
3. სპეციალიზებული ავიაციის (საავიაციო სამუშაოების) მიმართ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს სააგენტო.
4. თუ საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ დადგენილია პირობები, რომლებითაც გარკვეულ ტერიტორიაზე ეკოლოგიის ან ადამიანებისა და სატრანსპორტო საშუალებებისთვის დაწესებული განსაკუთრებული რეჟიმის გამო იზღუდება ან იკრძალება სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განხორციელება, სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განხორციელების ამ ორგანოებთან შეთანხმების ვალდებულება საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტს ეკისრება.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საჰაერო კოდექსი
