Article 41^1. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება
1. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში სტრატეგიული დოკუმენტი ექვემდებარება სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას.
2. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება ხორციელდება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილი წესით.
3. ბათილია სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც მიღებულია ან/და დამტკიცებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების გარეშე. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №891 - ვებგვერდი, 21.06.2017წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
გარემოს დაცვის შესახებ
