1.
1.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.აკრძალულია ვერცხლისწყლის პირველადი მოპოვება (ისეთი მოპოვება, რომლის დროსაც ძირითადი მოსაპოვებელი ნივთიერება ვერცხლისწყალია) და ოქროს მოპოვებისას ან/და გადამუშავებისას ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთის გამოყენება.
3.ვერცხლისწყლის იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის განხორციელება დასაშვებია წინასწარი დასაბუთებული თანხმობის გაცემის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
4.ვერცხლისწყლით გამდიდრებული ცალკეული პროდუქტები, რომელთა წარმოება, იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის განხორციელება შეზღუდულია, აგრეთვე საწარმოო პროცესები, რომლებშიც ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთის გამოყენება შეზღუდულია, განისაზღვრება წინასწარი დასაბუთებული თანხმობის გაცემის საფუძველზე ვერცხლისწყლისა და ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის განხორციელებისა და რეგულირების წესით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
These lawyers work in the legal area related to this article.