ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ
Article 9. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის კვალიფიციური შენახვა
კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია განახორციელოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის კვალიფიციური შენახვის მომსახურების მიწოდება, რაც გულისხმობს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სანდოობის გახანგრძლივებას მისი ტექნოლოგიური მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ. მუხლი 10. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაუქმება, მოქმედების შეჩერება და ხელახალი ამოქმედება 1. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაუქმების შემთხვევაში მისი ხელახალი ამოქმედება დაუშვებელია. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა/კვალიფიციური ელექტრონული შტამპი, რომელიც კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაუქმების შემდეგაა შესრულებული/დასმული, ბათილია.
