ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ
ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ
For information only — not legal advice.
1. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი სულ მცირე უნდა შეიცავდეს: ა) ელექტრონული დამუშავებისათვის გამოსადეგ აღნიშვნას იმის თაობაზე, რომ სერტიფიკატი გაცემულია, როგორც კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი; ბ) მონაცემთა ერთობლიობას, რომელიც საკმარისია კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის იდენტიფიკაციისათვის: სულ მცირე კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის დასახელებას და იმ ქვეყნის კოდს, რომელშიც რეგისტრირებულია იგი; გ) მონაცემთა ერთობლიობას, რომელიც საკმარისია ხელმომწერის/შტამპის დამსმელის იდენტიფიკაციისათვის: სულ მცირე სახელს ან/და ფსევდონიმს/სრულ სახელწოდებასა და საიდენტიფიკაციო კოდს; დ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შემოწმების მონაცემებს, რომლებიც შეესაბამება კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემებს; ე) სერტიფიკატის მოქმედების დაწყებისა და დასრულების თარიღებს; ვ) სერტიფიკატის საიდენტიფიკაციო ნომერს, რომელიც სანდო მომსახურების მიმწოდებლისთვის უნიკალურია; ზ) იმ ელექტრონული მომსახურების ელექტრონულ მისამართს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სერტიფიკატის მოქმედების სტატუსის გამოსათხოვად; თ) ელექტრონული დამუშავებისათვის გამოსადეგ აღნიშვნას ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემების ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის კვალიფიციურ საშუალებაში განთავსების თაობაზე (აღნიშნული მონაცემების ამგვარ საშუალებაში განთავსების შემთხვევაში).
2. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატს უნდა ჰქონდეს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის განვითარებული ელექტრონული ხელმოწერა/განვითარებული ელექტრონული შტამპი.
3. სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში, შინაგანაწესით განსაზღვრულ ფარგლებში კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი შეიძლება დამატებით მონაცემებს შეიცავდეს. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელს უფლება აქვს, დამატებითი მონაცემები შეიტანოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატთან დაკავშირებულ სხვა ელექტრონულ დოკუმენტში (ატრიბუტების კვალიფიციური სერტიფიკატი), რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) იგი უნდა შეიცავდეს მონაცემებს, რომლებითაც შესაძლებელია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის იდენტიფიკაცია; ბ) მას უნდა ჰქონდეს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის განვითარებული ელექტრონული ხელმოწერა/განვითარებული ელექტრონული შტამპი.
4. ინფორმაციის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატში განთავსებისა და მართვის წესები ვრცელდება ატრიბუტების კვალიფიციურ სერტიფიკატზე.
5. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებას ახორციელებს, ამ კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია: ა) ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მოახდინოს იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის იდენტიფიკაცია, რომელზედაც სერტიფიკატი გაიცემა; ბ) სერტიფიკატის გაცემისას უზრუნველყოს მასში ჩაწერილი მონაცემების უტყუარობა; გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უზრუნველყოს სერტიფიკატის დაუყოვნებლივ გაუქმება; დ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უზრუნველყოს სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება და სერტიფიკატის ხელახალი ამოქმედება, თუ ეს მომსახურება შინაგანაწესითაა გათვალისწინებული; ე) აწარმოოს თავის მიერ გაცემული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატების მონაცემთა ბაზა და უზრუნველყოს მისი განახლება; ვ) დაინტერესებული პირის მიმართვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ, ინტერნეტის საშუალებით, უწყვეტ რეჟიმში მიაწოდოს მას ინფორმაცია სერტიფიკატის მოქმედების სტატუსის ან სერტიფიკატის გაუქმების შესახებ; ზ) უზრუნველყოს თავის მიერ გაცემული სერტიფიკატების, აგრეთვე მათთან დაკავშირებული ყველა იმ მონაცემისა და ფაქტის აღრიცხვა და სერტიფიკატების გაუქმებიდან სულ მცირე 6 წლის განმავლობაში (შინაგანაწესით განსაზღვრულ ცალკეულ შემთხვევებში – 6 წელზე მეტი ხნით) შენახვა და შესაბამისი დროის ზუსტად მითითება, რომლებიც შესაძლებელია სამართალწარმოების დროს ან მომსახურების განგრძობადობის მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული; თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში გასცეს ფსევდონიმით დარეგისტრირებული სერტიფიკატის მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემები.
6. შინაგანაწესში დამატებით მოცემული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ა) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალების აღწერილობა; ბ) სერტიფიკატის გაცემის წესი; გ) სერტიფიკატთან დაკავშირებული მომსახურების ფარგლები, მათ შორის, ფსევდონიმის გამოყენებისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მონაცემების შემცველი სერტიფიკატის გაცემის საკითხები; დ) სერტიფიკატის მოქმედების ფარგლები; ე) გაცემული სერტიფიკატის აღრიცხვისა და შენახვის წესები; ვ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემების და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შემოწმების მონაცემების შექმნისა და შენახვის წესები; ზ) სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების, სერტიფიკატის ხელახალი ამოქმედებისა და სერტიფიკატის გაუქმების წესები და ტექნიკური პროცედურები.
Closest in meaning — including in other laws
ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ