1.
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
1.
Closest in meaning — including in other laws
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
Always up-to-date legal framework
2.შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მეუღლეების მიერ ბავშვის შვილად აყვანისას ან ერთ- ერთი მეუღლის მიერ მეორე მეუღლის შვილის შვილად აყვანისას ნაშვილები იძენს მეუღლეთა ქორწინების საერთო შვილის სამართლებრივ მდგომარეობას საქართველოს სამოქალაქო კოდექსი თ მშობლისა და შვილისთვის დადგენილი უფლებებისა და მოვალეობების შესაბამისად.
3.ნაშვილები და მისი შთამომავლობა მშვილებლისა და მის ნათესავთა მიმართ ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებებითა და მოვალეობებით უთანაბრდებიან შთამომავლობით ნათესავებს, ხოლო მშვილებელი და მისი ნათესავები – ნაშვილებსა და მის შთამომავლობას.
4.საერთაშორისო შვილად აყვანის შემთხვევაში, როდესაც წარმოშობის სახელმწიფოში განხორციელებული შვილად აყვანის შედეგი არ არის ბავშვსა და მის ბიოლოგიურ მშობლებს შორის ბავშვის გაშვილებამდე არსებული სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა, შვილად აყვანა შეიძლება ჩაითვალოს ზემოაღნიშნული შედეგის მქონედ, თუ: ა) საქართველოს სასამართლომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება; ბ) ბავშვის ყველა კანონიერმა წარმომადგენელმა განაცხადა თანხმობა მის გაშვილებასა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობაზე.
5.საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის უცხო ქვეყანაში შვილად აყვანის შემთხვევაში იგი თავის ბიოლოგიურ მშობლებთან ( ბიოლოგიურ მშობელთან) სამართლებრივ ურთიერთობას წყვეტს.
These lawyers work in the legal area related to this article.